Volkswagen T-Roc-ის ოჯახობა, რომელიც კროსოვერს მის სპორტულ ვერსია R-ს და კაბრიოლეტს აერთიანებს – პირველად განახლდა. კომპაქტური ყველგანმავალი, რომელიც Golf-ის ბაზაზეა აგებული, შიგნიდანაც და გარედანაც შეიცვალა, ახალი ოფციები და ციფრული პანელი მიიღო. სტილის შეცვლასთან ერთად მოიმატა ფასმაც: გერმანიაში T-Roc-ის ღირებულება 1,9 ათასი ევროთი გაიზარდა და 24,5 ათასი ევრო შეადგინა.
T-Roc იმავე სქემით განაახლეს, როგორც Volkswagen Tiguan, მოდერნიზაცია შეეხო წინა და უკანა ოპტიკას, რადიატორის ბადეს და ბამპერს. კროსოვერი დიოდის ფარებით აღჭურვეს და თანხის დამატების შემთხვევაში განახლება შესაძლოა საბურავის დისკებსაც შეეხოს.
სალონში შეიცვალა წინა პანელი, გაუმჯობესდა სავარძლების ქსოვილი და საბაზისო განახლებების სიაში დაემატა 8 დიუმიანი მულტიმედიური სისტემის ეკრანი. სენსორები გაჩნდა საჭეზე.
სერიულ ხაზში არსებული ყველაზე მძლავრი კროსოვერი 300 ცხენის ძალის მქონე 2 ლიტრიანი აგრეგატით დაკომპლექტდება და პირველი 100 კმ-ს განვითარებას 4,9 წამში შეძლებს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ს შეადგენს.