26 წლის პოპ-ვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი ახალ კლიპს იღებს, სცენარის მიხედვით ის რინგზე დგას და იბრძვის. ცოტა ხნის წინ ჯასტინმა კლიპიდან ფოტო გაავრცელა, რომელშიც ტომ კრუზი მოიხსენია. „კრუზი შებრაწულია“, – დაწერა მან და მსახიობი ორთაბრძოლაში გამოიწვია.
შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჯასტინმა მსგავსი ავანტიურული ნაბიჯი გადადგა, ჯერ კიდევ 2019 წელს მან განაცხადა, რომ რინგზე ტომ კრუზის გამოწვევა სურდა, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ კრუზი მას ცემით მოკლავდა, რადგან ის ძალიან გამხდარი იყო. „ტომ, თუ ამ ბრძოლაზე უარს იტყვი, ვიფიქრებთ რომ შეგეშინდა“ – განაცხადა ბიბერმა.
ვნახოთ, როგორ გამოეხმაურება 58 წლის ტომ კრუზი ბიბერის გამოწვევას.
