LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Lamborghini Aventador–ის ფინალური სახე

346
lamborghininews

Aventador LP700-4–ის გამოსვლიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ კომპანია Lamborghini მოდელის ისტორიაში წერტილის დასმას აპირებს. სუპერქარის საბოლოო ვერსიას  Aventador LP 780-4 Ultimae ეწოდება. ის ბაზარზე 600 ეგზემპლარად გამოვა და 2022–23 წლებში გაიყიდება. გავრცელებული ჭორების მიხედვით, მოდელი 12 ცილინდრიან ძრავს შეინარჩუნებს, თუმცა მხოლოდ როგორც ჰიბრიდული აგრეგატის ნაწილს.

Lamborghini Aventador LP 780-4 Ultimae V12 აგრეგატით კი დაკომპლექტდება, თუმცა მისი სიმძლავრე ამ შემთხვევაში 780 ცხენის ძალამდე იქნება გაზრდილი. ეს კი წინამორბედ სპორტქარზე 40 ძალით უფრო მეტია. ამასთან, კუპე 25 კილოგრამით უფრო მსუბუქი გამოვა და 100 კმ/სთ სიჩქარემდე გასახურებლად 2,8 წამი დასჭირდება. მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 355 კმ.სთ–ია.

სხვა „ავენტადორებისგან“ სიახლე წინა ბამპერით და სხვა პატარ–პატარა დეტალებით განსხვავდება. მყიდველებს ძარის 18 სტანდარტული ფერის ან დამატებთ 300 შეფერილობის შერჩევა შეეძლებათ.

სუპერქარის საერთო ტირაჟი 600 ეგზემპლარია, ზუსტი ფასი კი ჯერ–ჯერობით არ ზუსტდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g