LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Land Rover-მა იბიცას ექსკლუზიური Land Rover მიუძღვნა

107
Land Rover-მა იბიცას ექსკლუზიური Land Rover მიუძღვნა

Land Rover-მა იბიცას სტილში შესრულებული Defender წარადგინა. ესპანურ კუნძულს Defender-ის განსაკუთრებული ვერსია, სახელად Eivissa Limited Edition მიუძღვნეს. მთლიანობაში 6 ასეთი ავტომობილის გამოშვება იგეგმება. თითოეულს ნარინჯისფერ Sunrise-სა და ცისფერ Noondite-ის ელფერში შეღებავენ. ეს ფერები ულამაზესი კუნძულის ფერთა გამას გამოხატავს.

გარდა განსხვავებული შეფერილობისა, Defender Eivissa Limited Edition სპეც-ვერსიის დასახელებით, რადიატორის ბადესაც მიიღებს. ჩვეულებრივი ყველგანმავლისგან სხვა რაიმე ნიშნით „ტოპ“ შესრულება დიდად არ განსხვავდება.

რაც ყველაზე მთავარია, სპეც-ვერსია – კუნძულის მდიდარ ისტორიას და კულტურულ მნიშვნელობას მიაგებს პატივს, აღნიშნავენ Land Rover.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები