34 წლის ვარსკვლავმა, ლედი გაგამ, მუსიკალური ინდუსტრიისა თუ კინემატოგრაფიის მწვერვალები უკვე დიდი ხანია დაიპყრო, ახლა კი ის რეალურად ცდილობს მწვერვალის დალაშქვრას. სულ ცოტა ხნის წინ, არტისტმა 44,3 მილიონ „ინსტაგრამ“-გამომწერს ფოტო გაუზიარა, ის კლდეზე ცოცვის ხელოვნებას ეუფლება და სიმაღლის საერთოდ არ ეშინია.
ფოტომ საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია, – „ყველაზე უშიშარი ვარსკვლავი ხარ“, „გაგა ყველა მწვერვალს იპყრობს“, „ყოველმხრივ ნიჭიერი ხარ“ – წერენ კომენტარებში.
https://www.instagram.com/p/CF8fJTisA7y/
შეგახსენებთ, ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ გაგა რიდლი სკოტის ფილმში ,,გუჩი” მთავარ როლს შეასრულებს.
რიდლი სკოტის ფილმი ,,გუჩის" შესახებ, სადაც მთავარ როლს ლედი გაგა ითამაშებს
ინფორმაცია ამის შესახებ თავად არტისტმა დაადასტურა