მომღერალი ლელა წურწუმია მამის, ლოდოვიკო წურწუმიასა და დისშვილის, სანდრო წურწუმიას ფოტოებს აქვეყნებს.
მომღერლის მამა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, როდესაც ლელა ბაქოში, გასტროლზე იმყოფებოდა.
სანდროს კი არაერთ გადაცემაში უთქვამს, რომ ლელასთან დროის გატარება ძალიან უყვარს, რადგან კომფორტული ადამიანია. თუმცა იქვე დასძენს, რომ ასეთი მომენტები ძალიან იშვიათია.