მოდელი, ტელესახე და კულინარი ლიკა კვარაცხელია აქვეყნებს ვაჟთან, დათუნასთან ერთად გადაღებულ ფოტოს, რომელიც 17 წლის გახდა და აღნიშნავს, რომ მისი გზა რთული და საინტერესოა:
„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ 15 წლის ასაკში დამოუკიდებელ ცხოვრებას არჩევდა და სახლიდან დიდი კაცივით თავის გზაზე წავიდოდა. გზა გრძელია, რთულია, საინტერესოა და გამოწვევებით სავსეა.
მიზანი და ოცნება დიდია, მაგრამ ზუსტად ასეთია ცხოვრება, რომელიც ჩემი შვილებისთვის მინდა, თავისით გავლილი და გაკვალული, რომელიც ცხოვრების ყოველი მომენტით თუ წამით ტკბობას გასწავლის. გილოცავ დაბადების დღეს, დე, შენი კეთილი სურვილების ასრულებას გისურვებ და იცოდე რომ ჩვენ შენ გვერდით ვართ და გვიყვარხარ🤍 🤍 დათუნა 17🤍“