LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ლილი ალენის სახალისო ჯვრისწერა ელვისის მუსიკის ფონზე

373
lilialeninews

მუსიკოსი ლილი ალენი დაქორწინდა. 35 წლის მომღერლის რჩეული სერიალ „უცნაური ამბების“ მსახიობი დევიდ ჰარბორია. წყვილმა ლას-ვეგასის სარიტუალო დარბაზში იქორწინა, მათი ჯვრისწერის ცერემონია ელვის პრესლის მუსიკის ფონზე მიდოდა, სიმღერებს კი პრესლის ორეული ასრულებდა. ინტერნეტში დღეს წყვილის ჯვრისწერის ფოტოები გავრცელდა, სადაც ლილი ალენი ულამაზეს თეთრ კაბაშია გამოწყობილი.

ყველაზე სახალისო კი ფოტო გახდა, როგორ გამოიპარა ალენი ჯვრისწერიდან მცირე დროით და ბურგერი მიირთვა. ამ ფოტოს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება აქვს.

საინტერესოა, რომ ალენი და ჰარბორი ერთმანეთს იანვრიდან ხვდებიან. წვილმა ერთმანეთი BAFTA-ს ცერემონიაზე გაიცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები