LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ლვოვს რომ ბომბავდნენ, მაშინ ამზადებდნენ ქობულეთისა და ქუთაისის ნაძვის ხეებს“ – რაჭაში უკრაინის სოლიდარობის ნიშნად დადგმულმა ნაძვის ხემ აღფრთოვანება გამოიწვია

298
ვანოს

ბოლო რამდენიმე წელია დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს ვანო ჭელიძეს და მის გუნდს, „ღამის შოუს სტუდიას“ ანდობენ. ვანოს ნამუშევრით ბევრჯერ აღფრთოვანებულან.

ამჯერად, მოწონება მის ფეისბუკ გვერდზე რაჭაში, სოფელ ნამანევში გადაღებულმა  ფოტოებმა დაიმსახურა. დათოვლილ რაჭაში უკრაინული და ქართული დროშებით მორთული ნაძვის ხე, სოფლის შუაგულში, წისქვილთან დგას.

როგორც ვანო ჭელიძემ „ფორტუნას“ უამბო, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საკუთარი ხარჯებით მორთეს ნაძვის ხე.

„ნამანევი ნიკორწმინდა – ჭრებალოს გზაზეა. ჩემი ძალიან პატარა სოფელია. ყოველგვარი შეკვეთის გარეშე ავიყოლიე ხალხი და ასეთი სოლიდარული ნაძვის ხე გამოგვივიდა. სოფლის ცენტრში წისქვილია და ნაძვის ხისთვის სხვა ადგილის შერჩევისთვის არ გვიფიქრია“. – ამბობს ვანო ჭელიძე.

ვანომ და მისმა გუნდმა „ღამის შოუს სტუდიამ“ წელს საქართველოში რამდენიმე ნაძვის ხის დიზაინზე იმუშავეს.

„ქობულეთისა და ქუთაისის ნაძვის ხეები  უკრაინელებთან ერთად გავაკეთეთ. ლვოვის ქარხანაში შევუკვეთეთ ნედლეული, ანუ წიწვები. ლვოვს რომ ბომბავდნენ, მაშინ ამზადებდნენ ჩვენს შეკვეთას. ვნერვიულობდით, შეიძლება ახალ წლამდე ვერ მოგვესწრო. ოქტომბერში დაიწყეს მზადება. საბედნიეროდ, ყველაფერი მოესწრო.

წელს ასევე ვიმუშავეთ რუსთავის, წნორის, სიღნაღისა და  თელავის ნაძვის ხეებზე, ასევე ოზურგეთს გავუწიეთ კონსულტაცია. მგონია, რომ ნაძვის ხის მორთულობა ჩვენს ქვეყანაში დავხვეწეთ“. – ამბობს ვანო ჭელიძე „ფორტუნასთან“.

მისივე თქმით, რამდენიმეწლიანი ტრადიცია წელსაც არ დაირღვა და მისმა გუნდმა დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის მორთვაში მიიღო მონაწილეობა.

„დედაქალაქის ნაძვის ხეც ჩვენმა გუნდმა მორთო. ნაძვის ხე, რომელიც დედაქალაქის მერიამ იტალიაში შეიძინა,  სამი წლის წინ გადავაკეთეთ და აწყობის დროს კონსულტაციას ვუწევთ ხოლმე. სახელმწიფოს ბოლო ორი წელია, თბილისის ნაძვის ხეზე ტენდერი არ გამოუცხადებია. ორბელიანის ქუჩის ნაწილიც ჩვენმა გუნდმა გააკეთა. მიხარია, რომ ბევრს მოსწონს“. – ამბობს ვანო „ფორტუნასთან“.

ვანო ჭელიძე სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და. ბავ­შვო­ბი­დან მხატ­ვრო­ბით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტის ნაც­ვლად, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეკო­ნო­მი­ურ­ზე ჩა­ა­ბა­რა.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მუ­შა­ო­ბა კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრში და­ი­წყო, სა­დაც თსუ-ს ღო­ნის­ძი­ე­ბებს მხატვრულად აფორ­მებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მის მიერ შექ­მნი­ლი დე­კო­რა­ცი­ე­ბი­თა და დი­ზა­ი­ნით არა­ერ­თი ხე­ლო­ვა­ნი და­ინ­ტე­რეს­და.

90-იან წლებ­ში სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტე­ბის­თვის სტუ­დი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო. 2003 წელს მისი უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შე­იქ­მნა სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა “ღა­მის შოუ და­ვით გო­გი­ჩა­იშ­ვილ­თან ერ­თად”.

 

რაჭაში მოწყობილი სოლიდარობის ნაძვის ხე

 

ქუთაისის ნაძვის ხე

 

თელავის ნაძვის ხე
რუსთავის ნაძვის ხე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები