ჰოლივუდს კიდევ ერთი ახალი ვარსკვლავური წყვილი ჰყავს. თუ წინა კვირას ჯიჯი ჰადიდისა და ბრედლი კუპერის რომანი დადასტურდა, ამჯერად გაირკვა, რომ 2023-ის ბოლოს გავრცელებული ხმები ამ ორი მუსიკოსის რომანის შესახებაც, სიმართლეს შეესაბამება.
საქმე ისაა, რომ Måneskin-ის სოლისტი, დამიანო დავიდი და დავ კამერონი ერთმანეთს ხვდებიან. ინფორმაცია ოფიციალურად მას შემდეგ დადასტურდა, რაც 28 წლის ამერიკელი და 25 წლის იტალიელი არტისტები 66-ე „გრემის” პრე-გალა საღამოზე ერთად მივიდნენ.
„გრემი“ 2024-ის გამარჯვებულები – ლოს-ანჯელესში მუსიკის დღესასწაული შედგა
საინტერესო ფაქტია, რომ 2022 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე დავ კამერონმა ,,საუკეთესო ახალი არტისტის’ ნომინაციაში” Måneskin-ს მოუგო.