თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ კაფეს გახსნით ბავშვობის ოცნება აიხდინა.
მომღერლის თქმით, ჯერ მხოლოდ ერთი თვეა, რაც გაიხსნა, თუმცა საზოგადოებისგან მოწონება უკვე დაიმსახურა.
„მაგარი შეგრძნებაა , როცა შენი ბავშვობის ოცნებას იხდენ, რაღაცნაირად საკუთარი თავით კმაყოფილი და ამაყი ვარ. კიდევ უფრო ის მომწონს , რომ ახალ სფეროში ვცდი საკუთარ თავს… ხან და ხან სიმღერა მენატრება… მაგრამ იმხელა სიამოვნებას ვიღებ ამ საქმეში , რომ მინეიტრალდება მონატრება…
ძალიან ძალიან დიდი შრომა სჭირდება თურმე ამ საქმიანობას და დღეს უკვე 100 მაგად ვაფასებ თითოეულ პატარა კაფეს და პატარა და დიდ ბიზნესებს ))) მიხარია , რომ უამრავი უცნობი ადამიანი მოდის ჩემი გემრიელობების გასასინჯად. ბევრი მხარს მიჭერს მამხნევებს და დიდი მადლობა ყველას. ჯერ კიდევ ცოტა დაბნეული ვარ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ჩავწვდი ამ სფეროს თუმცა ყველაფერი წინ არის… 1 თვის გახდა დღეს @with_lovee_1991 და უკვე ბევრი ადამიანის გული მოვიგეთ. წარმატებები მე და ჩემს უსაყვარლეს გუნდს“, – წერს თიკა ჯამბურია.
ვიდეო: როგორ აღნიშნა თიკა ჯამბურიამ იუბილე და კაფეს გახსნა – მომღერალი ემოციურ კადრებს გვიზიარებს