შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, მაღალმთიან აჭარაში არის გადაღებული, ერთ-ერთი ქორწილის სუფრაზე.
შოთო სიხარულიძე წერს:
„ქორწილია, გრიალი, ბორანონაჭამ ხალხს კორონა რას უზამს… ზღვის დონიდან ათას მეტრზე კორონა ვერ ცოცხლობს…“
ფოტოების შეფასებისას მისი ერთ-ერთი მნახველი აღნიშნავს:
„კატასტროფაა ამხელა სუფრები. ყველა მანდ მყოფი პოტენციური მკვლელია. გერმანიაში 10 ადამიანის შეკრებაც აკრძალულია. მარაზმია, რაც საქართველოში ხდება. რა გექეიფებათ, როცა მე ახლობელი კოვიდით მიკვდება. მკვლელი ვირუსია, შეიგნეთ…“