საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილისა და მოდელ ელენე ეპიტაშვილის გოგონა, ენი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ელენე გამომწერებს ხშირად უზიარებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ თამაშობენ და ერთობიან ერთად მამარდა და პატარა ენი.
ამჯერად წყვილი ენისთან ერთად საფრანგეთში მოგზაურობს.
მოგზაურობის კადრებს გამომწერებს უზიარებენ. როგორც კადრებიდან ჩანს, პატარა ენის უკვე წიგნები აინტერესებს
„საუკეთესოები,“ „კარგი დასვენება“, „ძალიან კარგები ხართ“, – წერენ წყვილის გამომწერები.
მამარდას ფრანგული ზაფხული ზღვისპირეთში, მხიარულ გარემოში გრძელდება

