LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „მამიკო უყვება ანგელოზ დედიკოზე, რომელიც ცაში გაფრინდა, მუცლად ყოფნისას თუ როგორ უფრთხილდებოდა, რომ ორივე ჯანმრთელი და ჭკვიანი ყოფილიყო“ – გიგა ცხელიშვილი ტყუპების ახალ კადრებს აქვეყნებს

230
გიგა ცხელიშვილი

ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე, გიგა ცხელიშვილი „ფეისბუკში“ საკუთარ გამომწერებს დაჩის და დანიელის ახალ კადრებს უზიარებს.

ფოტოები ტყუპების კიდევ ერთი საახალწლო ფოტოსესიის დროს არის გადაღებული.

„მამიკო და შოშიები გილოცავთ დამდეგ ახალ წელს“ – გიგა ცხელიშვილის ტყუპების მორიგი კადრები საახალწლო ფოტოსესიიდან

კადრებში ტყუპები ნაძვის ხისა და საახალწლო დეკორაციების ფონზე პოზირებენ.

„რომელი ზღაპრები უყვართ პატარებს ყველაზე მეტად…

და მამიკო უყვება ამბავს ანგელოზ დედიკოზე, რომელიც ცაში გაფრინდა. მუცლად ყოფნისას თუ როგორ უფრთხილდებოდა, რომ ორივე ჯანმრთელი და ჭკვიანი ბიჭები ყოფილიყვნენ“, – წერს გიგა ცხელიშვილი.

„ორი ანგელოზი დაგვიტოვა, რომლითაც ვხარობთ და სიცოცხლის ხალის გვაძლევს…“ – გიგა ცხელიშვილი დედასთან და უსაყვარლეს ტყუპებთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

„ჩვენი, სამივეს დედა უფროა დედაჩემი“ – რას წერს გიგა ცხელიშვილი დედაზე

და მამიკო უყვება ამბავს ანგელოზ დედიკოზე რომელიც ცაში გაფრინდა 🙏🫶 მუცლად ყოფნისას თუ როგორ უფრთხილდებოდად რო ორივე ჯამრთელი და ჭკვიანი ბიჭები ყოფილიყვნენ 😔❤️

Posted by გიგა ცხელიშვილი on კვირა, 28 დეკემბერი, 2025

რომელი ზღაპრები უყვართ პატარებს ყველაზე .ეტად 🙈❤️

Posted by გიგა ცხელიშვილი on ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025

ცნობისათვის, გიგა ცხელიშვილის მეუღლე, 28 წლის შორენა ონიანი, რომელიც ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იყო და რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გასული წლის 15 ნოემბერს გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g