მარიამ როინიშვილი რჩეულთან, მსახიობ ვახო კანდელაკთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ მეორე შვილის მოლოდინშია.
სასიამოვნო სიახლე მარიამმა გამომწერებს „ინსტაგრამზე” სწორედ დედის დღეს გაუზიარა.
შეგახსენებთ, რომ ვახოსა და მარიამის რომანის შესახებ გარკვეული პერიოდის წინ გახდა ცნობილი.
მარიამსაც და ვახოსაც პირველი ქორწინებებიდან უკვე ჰყავთ შვილები.