LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „მარიამი გამოირჩევა განსაკუთრებული სითბოთი, კარლო კი ნამდვილი ჯენტლმენია. ვულოცავ და ვუსურვებ ბედნიერ ცხოვრებას“ – ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანი მარიამ შარმანაშვილისა და კარლო პონტის ქორწილიდან კადრებს გვიზიარებს

698
2025-08-04_22-21-14_890923

ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანი სოფი ლორენის შვილის, კარლო პონტისა და მარიამ შარმანაშვილის გრანდიოზული ქორწილიდან ახალ კადრებს გვიზიარებს.

ქალბატონები ულამაზესად გამოიყურებიან და გვერდს თავიანთი რჩეულები უმშვენებენ.

„მარიამის და კარლოს ქორწილი გასულ კვირას.
ეს იყო სიყვარულით და ბედნიერებით სავსე დღე. მათი გულწრფელი სიყვარული იმდენად ასხივებდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანის გულებამდე მიაღწია და გაიზიარეს მათი ბედნიერება.

მარიამი გამოირჩევა განსაკუთრებული სითბოთი, კარლო კი ნამდვილი ჯენტლმენია. ვულოცავ და ვუსურვებ ბედნიერ ცხოვრებას“, – წერს ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანი.

შეგახსენებთ, კარ­ლო პონ­ტიმ და მა­რი­ამ შარ­მა­ნაშ­ვილმა 26 ივლისს იქორწინეს. მათ გრანდიოზულ საქორწინო წვეულებაზე უამრავ სტუმარს უმასპინძლეს. ქართული ტრადიციული ელემენტებით გაფორმებული ქორწილი არაერთ ემოციურ ეპიზოდს მოიცავდა, წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, შემდეგ იყო საქორწინო ფიცი და წყვილის მიერ შესრულებული „დაისი“.

ვიდეო: „ჩვენი თაფლობის თვეც დაიწყო“ – სად გაემგზავრნენ მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი საქორწინო მოგზაურობაში

ვიდეო: „ჩემი და კარლოს დღესასწაული, მადლობა ამ ზღაპრული დღისთვის“ – მარიამ შარმანაშვილი საკუთარი გრანდიოზული ქორწილიდან მორიგ ემოციურ კადრებს ავრცელებს

მარიამ შარმანაშვილი: „ბევრი ვიტირე ამ მომენტში… ემოციური იყო ჯვრისწერა, ხელისმოწერის ცერემონია, სადაც მამამ მიმაცილა“

მარიამ შარმანაშვილი: „ეს ღმერთის გადაწყვეტილებაც იყო, რომ მე და კარლო ერთმანეთს შევხვედროდით… კარლო ქართული ჩოხით აღფრთოვანებულია“

„მე შენ აგირჩიე, მარიამ შარმანაშვილი – რომ იყო ჩემი ცოლი, პარტნიორი, მეგობარი, ჩემი სიყვარული და ჩემი სინათლე“ – კარლო პონტის ემოციური ფიცი და სიყვარულის საჯარო ახსნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g