ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ნარკოდანაშაულზე ბრალდებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას დედის, მარინა აფციაურის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს.
„მარინა არის გამორჩეულად მშვიდი დედებში.
არასოდეს ეტყობა პანიკა და ნერვიულობა. ამიტომაც მომხვდა თვალში მისი, რამდენიმე დღიანი ჩაკეტვა და სევდა ცოტა ხნის წინ.
შემდეგ გაბედა და გვკითხა, არის შანსი სამუდამოდ მოუწიოს ნიკას ციხეში ყოფნაო?!
მერე ცრემლებიც ვეღარ შეიკავა.
იმდენად ცდილობს არ შეგაწუხოს, მივხვდი როგორ ამოხეთქა დაგროვილმა ემოციამ.
ძალიან მინდა ამ ხალხს ჩემი თვალით ხედავდეთ და პერიოდულად ყველაზე მოგიყვებით ამბებს.
და მთავარი, მარინა ძალიან ჰგავს დაჯის“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. ბრალი მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.
ნიკა კაციას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ნიკა კაცია მოსამართლეს: „თქვენ რომ გითხრათ, მკვლელი ხართო, ასეთ უსამართლობასთან მაქვს საქმე“