ყველაზე ცხელი ჰოლივუდური სიახლე ბრედ პიტის ახალი რომანია. ბუნებრივია, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცის ახალი რჩეულის მიმართ ინტერესი დიდია.
ფოტო: ბრედ პიტი ცნობილ შვედ მომღერალს ხვდება
ირკვევა, რომ შვედი მომღერალი 35 წლის ლიკე ლი არ ჰგავს დანარჩენ ჰოლივუდელ გოგონებს, მას ინდივიდუალური სტილი აქვს და მკაცრ იმიჯს ანიჭებს უპირატესობას. არანაირი ბრჭყვიალა კაბები, არანაირი გლამური, მის გარდერობში ჭარბადაა მამაკაცური პიჯაკები და „ოვერსაიზ“ ტანისამოსი.
„მე მომწონს ისეთი ტანისამოსის ტარება, რომელსაც ბევრი არ იცვამს, ეს არის ის სტილი, რომელსაც დრო ვერაფერს დააკლებს“, – აცხადებს მომღერალი.
„მას სურს ეცვას იტალიელი მამაკაცივით“, – ასე აფასებენ მოდის ექსპერტები ბრედის ახალი რჩეულის სტილს.