25 ოქტომბერს ეკრანებზე სერიალი „გაუქმება“ გამოვიდა. სერიალში მთავარ როლებს ჰიუ გრანტი და ნიკოლ კიდმანი ასრულებენ. მათ ცოლ-ქმრის როლი მოირგეს.
ერთ-ერთ სერიაში ეკრანული წყვილის სასიყვარულო სცენაა აღბეჭდილი, რომელიც საზოგადოებამ უმაღლესად შეაფასა. აღნიშნულ ფაქტს ნიკოლ კიდმანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ სწორედ ამის იმედი ჰქონდათ.
„მაყურებელმა ჩვენი ლტოლვა რეალურად იგრძნო, სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი, იმედი მაქვს ადამიანები ამ დახვეწილ შესრულებას დააფასებენ“ – აცხადებს კიდმანი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ 51 წლის ნიკოლ კიდმანმა უეცარად აღიარა, რომ მას 1999 წელს გამოსულ ფილმში „ნოთინგ ჰილი“ ჯულია რობერტსის როლის მორგება სურდა.
„ძაილიან მინდოდა, ნოთინგ ჰილში ჯულია რობერტსის ნაცვლად მეთამაშა, თუმცა იმ დროს მე არც თუ ისე ცნობილი ვიყავი“, – განაცხადა კიდმანმა.
„ძალიან მინდოდა, ,,ნოთინგ ჰილში" ჯულია რობერტსის ნაცვლად მეთამაშა“ - ნიკოლ კიდმანის უეცარი აღიარება
25 ოქტომბერს ეკრანებზე სერიალი „გაუქმება“ გამოდის, სადაც მთავარ როლებს ჰიუ გრანტი და ნიკოლ კიდმანი ასრულებენ