Mazda Vision-X – ახალი ჰიბრიდული კუპეა, რომელიც კომპანიამ პირველად ტოკიოში გამართულ Japan Mobility Show 2025-ზე წარადგინა. ავტომობილი სერიულად შეიძლება მხოლოდ 2035 წელს გამოვიდეს.
კუპე გამოირჩევა გამოკვეთილი აეროდინამიკური ფორმითა და ჩაშენებული კარის სახელურებით. ზომით ის უფრო დიდია, ვიდრე Mercedes-Benz CLS. დიზაინის მხრივ, Vision-X გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს Mazda-ს თანამედროვე მოდელებთან – EZ-6-თან და EZ-60-თან.
სალონში ყურადღებას იპყრობს უზარმაზარი მულტიმედიური ეკრანი, რომელიც მიმართულია წინა მგზავრისკენ, ხოლო მძღოლის მხარეს კლასიკური მრგვალი კომბინირებული მრიცხველებია განთავსებული. საჭე შესრულებულია რეტრო სტილში.
ტექნიკურად, Mazda Vision-X არის ჰიბრიდი, რომლის საერთო სიმძლავრე 510 ცხენის ძალას აღწევს.
Mazda აცხადებს, რომ სინთეზური საწვავის განვითარებაზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს და Vision X-Coupe წყალმცენარეებისგან დამზადებული ბიო-საწვავით შეძლებს გადაადგილებას.