LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მბაპე და მესი 8 წლის გოგონას შეხვდნენ – მას იშვიათი დაავადება აქვს და მბაპეს დარჩენის გამო შეურაცხყოფდნენ

84
Screenshot 2022-08-25 112706

პსჟ-ს თავდამსხმელები კილიან მბაპე და ლიონელ მესი კლუბის 8 წლის გულშემატკივარ გოგონას შეხვდნენ.

კამილა VACTERL სინდრომით არის ავად., ეს იშვიათი თანდაყოლილი დაავადებაა, რომელიც ორგანიზმის სხვადასხვა სისტემებს აზიანებს. მას დაუდგინეს გულის, ღვიძლის, ფილტვების, კიდურების, კუნთების განვითარების ანომალია.

წლის დასაწყისში გოგონამ ვიდეო გამოაქვეყნა და მბაპეს პსჟ-ში დარჩენა თხოვა და ამის შემდეგ შეურაცხმყოფელი კომენტარები მიიღო. კილიანმა გოგონას მხარი დაუჭირა და „ბრესტთან“ გოლი მას მიუძღვნა.

მბაპე გოგონას და მის მამას კლუბის ბაზაზე შეხვდა, საჩუქრები გადასცა და ფოტოები გადაიღო. ფოტო მესიმაც გადაიღო.

ოჯახმა ველოსიპედით 70 კმ-იანი გზა გაიარა, გზად კი „პარკ დე პრენსთან“ შეკრებილი პსჟ-ს ფანები ესალმებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები