Ford mustang-ის ისტორია პატარა ზღაპარს გავს. Ford და McLaren დაძმობილდნენ და ფორმულა 1-ის ხათრით ლამის 10 წელი თანამშრომლობდნენ. ორმა ავტოგიგანტმა ბევრ გამარჯვებას მიაღწია, იყო ბევრი პირველი ადგილი გარბენის თუ კონსტრუქციის გათვალისწინებით.
სწორედ ამიტომ, ერთ დღესაც მათ გადაწყვიტეს რომ ამდენი წარმატება Ford Mustang-ის განსაკუთრებული ვერსიით აღენიშნათ. მოდელი მართლაც გამორჩეული გამოვიდა და მისი შეძენა მხოლოდ ავტოსპორტსმენებს და ბრენდის ყველაზე თავდადებულ გულშემატკივრებს შეეძლოთ.
„მუსტანგის“ განსაკუთრებულ ვერსიას იდეალური მასლ-ქარი უნდა განესახიერებინა, თუმცა საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ეს ვერ შეძლო.