LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის იშვიათი გამოჩენა შვილებთან ერთად

143
page

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი შვილებთან ერთად გამოჩნდნენ. წყვილმა მონაწილეობა მიიღო „მადლიერების დღის“ წინ საქველმოქმედო ორგანიზაციის აქტივობაში.

44 წლის მეგანმა და 41 წლის ჰარიმ ლოს-ანჯელესში მდებარე საზოგადოებრივი სამზარეულო Our Big Kitchen მოინახულეს. ეს გახლავთ ცენტრი, რომელიც მცირე შემოსავლის მქონე ადამიანებს საკვებით ამარაგებს.

მეგანმა „ინსტაგრამ სთორიში“ გააზიარა რამდენიმე ფოტო, სადაც ის და ჰარი სხვა მოხალისეებთან ერთად ამზადებენ კერძებს, ალაგებენ სასურსათო კონტეინერებს და მონაწილეობენ საერთო სამზადისში.

კადრებში მოხვდნენ მათი შვილებიც, ექვსი წლის არჩი და ოთხი წლის ლილიბეთი, რომლებიც ორგანიზაციის ლოგოიანი წინსაფრებში იყვნენ გამოწყობილი.

„ამ სამყაროში არავის ვუყვარვარ ისე, როგორც მას“ – მეგან მარკლი Harper’s Bazaar-ის გარეკანზე და და საუბრები პრინცი ჰარის შესახებ

მეგან მარკლი სახლის სადღესასწაულოდ მორთვის კადრებს გვიზიარებს და კვლავ კრიტიკის ობიექტი ხდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები