LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Mercedes-Benz G-Class არტ–ობიექტად გადააქციეს

141
mercdsbnzartwht

კომპანია Mercedes-Benz–მა ამერიკელ დიზაინერთან ვირჯილიო ალბოსთან ითანამშრომლა და საინტერესო დიზაინ–პროექტი შექმნა.

Project Geländewagen – ეს არის ახალი ხედვა, სწრაფვა სიმდიდრისა და ექსტრავაგანტულობისკენ.

ალბოს მიერ დანახული ლეგენდარული G-Class ტრადიციულ დეკორს მოკლებულია და სკულპტურას გავს. დიზაინერმა მოდელი თითქმის ყველა დეტალისგან გაათავისუფლა, გააქრო სარკეები, კარების სახელურები და ძარა თეთრ ფერში გადაღება. ამასთან, ზოგადი პროპორციები შენარჩუნებულია, თუმცა გარკვეული ახალი დეტალებით.

უხეში და ამავდროულად ბუნებრივი ესთეტიკის ხაზგასასმელად მოდელიორმა 25–დიუმიანი საბურავები გამოიყენა.

ავტომობილის მთავარი ფერი თეთრი გახდა, აქცენტების დასასმელად კი წითელი და ღია ცისფერი შეირჩა.

და ბოლოს, უჩვეულო არტ–ობიექტს Sotheby’s აუქციონზე, 14 სექტემბერს გამოიტანენ. შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას და ახალგაზრდა დიზაინერების დაფინანსებას მოხმარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g