LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Mercedes-Benz–მა დაგრძელებული E-Class წარადგინა

157
benz20101

კომპანია Mercedes-Benz–მა პეკინის ავტოსალონზე გრძელი E-Class წარადგინა. ახალი მოდელი მხოლოდ ჩინეთის რესპუბლიკაში იქნება ხელმისაწვდომი.

ახალი E-Class–ის სიგრძე 5 056 მმ–ია. კლასიკურ ვერსიასთან შედარებით სიახლე 22 მილიმეტრით უფრო გრძელია, თან მისი წინამორბედი ბოლო 4 წლის განმავლობაში ერთხელაც არ განახლებულა.

სედანმა ახალი ცენტრალური პანელი, სენსორული ეკრანი და USB–ს ორი პორტი მიიღო. რაც შეეხება საინფორმაციო–გასართობ სისტემას, მოდელმა ის გლობალური ვერსიისგან ისესხა.

განახლებული E-Class გასაყიდად მხოლოდ ჩინურ ბაზარზე გამოვა. მოდელის ღირებულებას მწარმოებელი ჯერ–ჯერობით არ აკონკრეტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g