პორტალმა Classic-youngtimers.com უჩვეულო, 6–საბურავიანი Mercedes-Benz X-Class–ის პიკაპის ფოტოები გამოაქვეყნა. საიტის ინფორმაციით, ავტომობილი უკვე გაყიდულია, თუმცა მისი ფასი არ ზუსტდება.
აღსანიშნავია, რომ X-Class–ის ამდაგვარი მოდიფიკაცია აქამდე არ ყოფილა. აღწერილობაში ნათქვამია, რომ კროსოვერმა სპეციალური შკვეთით დამზადებული ძარა, საბურავის დისკები და სხვა ელემენტები მიიღო. სტანდარტული რადიატორის ბადეც GTR სტილის ბადით შეიცვალა.
პიკაპის ახალ ვერსიას X 350D 6 Wheeler უწოდეს. ავტომობილი მოძრაობაში ტურბოდიზელის 3,0 ლიტრის მოცულობის V6 ძრავს მოყავს. აგრეგატი 258 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 7–დიაპაზონიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.
