LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „მილიარდერების ბუნკერი“ – მარკ ზაკერბერგმა კერძო კუნძულზე 170 მილიონი ღირებულების უძრავი ქონება შეიძინა

219
წლის განშორებები (15)

„მეტას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ზაკერბერგმა მაიამიში რეკორდული ღირებულების უძრავი ქონება შეიძინა. როგორც გამოცემა Forbes წერს, 41 წლის მილიარდერმა კერძო კუნძულზე მდებარე მამულის შესაძენად დაახლოებით 170 მილიონი დოლარი გადაიხადა.

სახლი, რომელიც ამჟამად მშენებლობის პროცესშია, მდებარეობს Indian Creek Island-ზე, კერძო კუნძულზე, ბისკაიის ყურეში.

პროექტის მიხედვით, მომავალი რეზიდენცია ცხრა საძინებელს მოიცავს. ასევე დაგეგმილია პირადი ნავსადგომის, საცურაო აუზის, გიგანტური აკვარიუმისა და ბიბლიოთეკის მშენებლობაც. აღსანიშნავია, რომ მარკის მომავალ საცხოვრებელ კომპლექსში არაერთი საიდუმლო გასასვლელი იქნება.

Indian Creek Island ხელოვნურად შექმნილი კერძო კუნძულია და დიდი ხანია ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საცხოვრებელ ადგილად ითვლება ამერიკული ბიზნესისა და ელიტის წარმომადგენლებისთვის.

კუნძულზე უძრავი ქონება ეკუთვნით ისეთ ცნობილ პირებს, როგორებიც არიან: ჯეფ ბეზოსი, ტომ ბრედი, ივანკა ტრამპი და ა.შ… მთლიანობაში კუნძულზე დაახლოებით 40 რეზიდენციაა განთავსებული.

კუნძულს ხშირად „მილიარდერების ბუნკერს“ უწოდებენ. ეს სახელწოდება არა მიწისქვეშა თავშესაფრებს, არამედ მის განსაკუთრებულ იზოლაციასა და უსაფრთხოების მაღალ დონეს უკავშირდება. კუნძულზე მისასვლელად მხოლოდ ერთი ხიდი არსებობს, სადაც დაცვის კონტროლ-გამშვები პუნქტია განთავსებული. გარდა ამისა, ტერიტორიას საკუთარი პოლიცია და ადმინისტრაცია ემსახურება.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ექსკლუზიური სახლები

„ერთი დაჟინებული მზერით გადარევა“ – მარკ ზარკერბერგმა ინაუგურაციის შემდეგ, ლორენ სანჩესი „ინსტაგრამზე“ გამოიწერა და მას ფოტოებს „ულაიქებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები