LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მილიონერი თოშა ქებურია ახლად შეძენილ შვილთან ერთად პოზირებს

2592
მთავარზე თოშა და ქეთი

ბიზნესმენ ბუბა ქებურიას უფროსი ვაჟი, თორნიკე ქებურია და მისი მეუღლე, მოდელი ქეთი ჟღენტი ახლახან მშობლები მესამედ გახდნენ. მათ გოგონა შეეძინათ, რომელსაც ლიანა დაარქვეს. გახარებულმა მამამ თავის ახლად შეძენილ პატარასთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა და ამავე ფოტოკოლაჟში გაიხსენა წლების წინ გადაღებული მეორე ფოტოც, სადაც უფროს ქალიშვილთან, კატერინასთან ერთად არის გადაღებული. წყვილს სამი შვილი ჰყავს, ორი გოგონა და ერთი ბიჭი.

შეგახსენებთ, რომ ქებურიების ოჯახი მრავალმილიონიან ქონენას ფლობს, მათ შორის გახლავთ „ამბასადორის“ სასტუმროების ქსელი. თორნიკესა და ქეთის წყვილი კი საზოგადოების მუდმივ ინტერესს იმსახურებს. თოშა და ქეთი ერთად უკვე რამდენიმე წელია, არიან და თავიანთი ცხოვრების საინტერესო მომენტებს სიამოვნებით უზიარებენ „ინსტაგრამის“ გამომწერებს, მათგან კი დადებით ემოციებს იმსახურებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები