ნიდერლანდებში იპოვეს ნახევრად დანგრეული ფარეხი, სადაც Range Rover–ების დიდი კოლექცია ინახებოდა. კადრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თითქმის ყველა ავტომობილი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და გზას ალბათ ვერასდროს დაუბრუნდება.
ბრინატული ყველგანმავლები ჟანგისა და მიწის დიდი ფენითაა დაფარული და ბევრ მათგანს საბურავებიც დაშვებული აქვს.
ნაპოვნი „რენჯები“ ძირითადად პირველი და მეორე თაობის მოდელებია. კლასიკური მოდიფიკაციის გარდა, ფოტოში ჩანს ყველგანმავალი ღია ძარით და რბილი სახურავით. მსგავსი ავტომობილები კი მხოლოდ ინდივიდუალური შეკვეთით მზადდებოდა. მიტოვებულ ავტომობილებს შორის იყო ორი კლასიკური Mercedes-Benz–იც და ორივე ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.
ვის ეკუთვნის ავტომობილების სასაფლაო და თუ რატომ არიან მოდელები ასეთ ცუდ მდგომარეობაში, უცნობია.