ავტომწარმოებლები ხშირად ახალი მოდელებისა და კონცეპტ–ქარებისთვის ისტორიულ სახელებს იყენებენ. საქმე ისაა, რომ ნოსტალგიის გრძნობით მანიპულაცია ყოველთვის ამართლებს ხოლმე.
მაგალითად ავიღოთ – Mustang Mach-E, მოდელს ლეგენდარულ პონი–ქართან არანაირი საერთო არ ქონდა, თუმცა ბაზარზე გამოსვლისთანავე ჰიტად იქცა.
იმ შემთხვევებზე კი როცა სიახლეს ისტორიულ წინაპართან საერთო მახასიათებლებიც გააჩნდა – საუბარიც კი არ ღირს.
Jeep-მა ნოსტალგიის მეთოდი ძალიან კარგად იცის და ამიტომ სახელი Jeepster კონცეპტ–ქარებისთვის ორჯერ გამოიყენა. ბოლო შემთხვევა 2018 წელს, პირველი კი 1998 წელს დაფიქსირდა. მაშინ მწარმოებელს თავისი ძალების მოსინჯვა კროსოვერების სეგმენტში სურდა.