LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მკერდმოშიშვლებულმა ჰოლი ბერიმ ფილმის ,,ქალი-კატა” 20 წლის იუბილე კატებთან ერთად აღნიშნა

181
ETD_TREND_HalleBerryGoesTopless

DC კომიქსების გამოგონილი პერსონაჟის – ,,ქალი კატა” როლი ,,ბეტმენის” ისტორიებში არაერთმა მსახიობმა მოირგო, თუმცა, საზოგადოებას განსაკუთრებით, მაინც ჰოლი ბერი დაამახსოვრდა. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა, რადგან სწორედ ამ უკანასკნელმა განასახიერა ის უშუალოდ Catwoman-ის შესახებ გამოსულ 2004 წლის კინოსურათში.

იმ ფონზე, როცა ფილმის – Catwoman პრემიერიდან ახლახან 20 წელი გავიდა, ამერიკელმა ვარსკვლავმა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქსელში ფოტოები გაავრცელა. სურათებზე, 57 წლის ბერი მოშიშვლებულ მკერდს, ახალაყვანილი ფისოებით – ბუთსითა და კოკოთი იფარავს.

საინტერესოა, რომ თავად ჰოლი ბერისთვის ,,ქალი კატას” განსახიერება წარუმატებელი აღმოჩნდა. ის ამ როლისთვის ,,ოქროს ჟოლოს დაჯილდოებაზე”, ,,ყველაზე ცუდ მსახიობ ქალად” დასახელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები