მსახიობი ნათია წიწილაშვილი, რომელიც მეორე მეუღლისგან, არქიტექტორ მიშო ლეჟავასგან შვილს ელოდებოდა, დედა გახდა. მან ახლახან „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა თავისი გოგონას ფოტოები და მას ამქვეყნად შემობრძანება მიულოცა. ნათიამ და მიშომ ქალიშვილს ლივი დაარქვეს.
ნათია წიწილაშვილის პირველი ქმარი მსახიობი გიორგი კალანდაძე გახლდათ. წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავს.
ნათიამ და გიორგიმ ერთმანეთი სერიალის „ჩიფსების თაობა“ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს…
რაც შეეხება ნათიას მეორე ქორწინებას, ის და მიშო ლეჟავა 2020 წელს დაქორწინდნენ.