ჩინური ბაზარი ბევრი საავტომობილო კომპანიისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სივრცედ რჩება. ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი რომ ყველაზე ცნობილმა ფირმებმა არაერთი სიახლე სწორედ პეკინის ავტოსალონზე წარადგინეს.
სიაშია – სერიული მოდელები, რომლებიც გაყიდვაში სულ მალე ჩაეშვება და ასევე ფუტურისტული შოუ-ქარები. ასეა თუ ისე, ზოგიერთი კონცეპტი კონვეიერზე ადრე თუ გვიან დადგება და მათი უმრავლესობა ელექტროქარი ან ჰიბრიდია.