როგორც წესი ავტომოყვარულები მდიდრული სედანებით თუ სუპერქარებით უფრო ინტერესდებიან და მათთვის თვალის დევნების დროს სახანძრო ტექნიკა თითქოს ყურადღების მიღმა რჩებათ. არადა სანახავი ამ სფეროშიც ძალიან ბევრია.
ცეცხლი… სტიქიაა, რომელიც თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებს და ადამიანი მის დამორჩილებას საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა. ევოლუციასთან ერთად ნათელი გახდა, რომ მონსტრის ბოლომდე დამორჩილება შეუძლებელია, ამიტომ მის დასამარცხებლად მძლავრი ტექნიკის შექმნა გახდა საჭირო. ავტოჟურნალისტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი განსაკუთრებული ვიზუალისა და გასაოცარი შესაძლებლობების სახანძრო ავტომობილები მოაგროვეს.
ეს ავტომობილები ერთი შეხედვით ტრანსფორმერებს, მთვარის მანქანებს და უცხოპლანეტელებთან მებრძოლ ტექნიკას გავს და ცეცხლის ლოკალიზება ყველაზე მიუდგომელ, რთულ ადგილებში შეუძლია.