ნიუ-იორკში MTV Video Music Awards-ის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. პანდემიის გამო ღონისძიებამ მაყურებლის გარეშე ჩაიარა. წელს ლედი გაგამ ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა: ის წლის არტისტად დასახელდა, არიანა გრანდესთან მისმა დუეტმა Rain on Me კი „წლის სიმღერის“, ,,საუკეთესო კოლაბორაციისა“ და „საუკეთესო კინემატოგრაფიის“ ნომინაციებში გაიმარჯვა. მომღერალმა რამდენჯერმე გამოიცვალა შოუს მსვლელობისას და მორიგი ექსტრავაგანტული სამოსით გამოჩნდა სცენაზე. მისი მთავარი მოწოდება, ნიღბების ტარებას ეხებოდა.
კანადელმა შემსრულებელმა The Weeknd-მა „წლის ვიდეოს“ პრიზი სიმღერისთვის Blinding Lights მიიღო. კორეული BTS-ი საუკეთესო ჯგუფად დასახელდა, მათმა სიმღერამ On კი ნომინაციებში „საუკეთესო პოპ-ვიდეო“, „საუკეთესო კეი-პოპ ვიდეო“ და „საუკეთესო ქორეოგრაფია“ გაიმარაჯვა.
ჰიპ-ჰოპოს სტილში საუკეთესო ვიდეოდ Megan Thee Stallion-ის Savage დასახელდა, საუკეთესო როკ-ვიდეოს ნომინაციაში კი Coldplay-ს Orphans-მა გაიმარჯვა. საუკეთესო რეჟისურისთვის ჯილდო ტეილორ სვიფტს გადაეცა, საუკეთესო ახალ არტისტად Doja Cat-ი დასახელდა.