LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მზადება გრანდიოზული კონცერტისთვის და გასეირნება წალკის კანიონზე – ლელა და მამულიჩა ქალიშვილის, მარიკო მამულაშვილის ობიექტივში

518
ლელა წურწუმია

მომღერალი ლელა წურწუმია ახალი კონცერტისთვის ემზადება, რომელიც წალკის კანიონზე, „კასს ლენდ დამინოდ რეზორტში“ გაიმართება.

მანამდე, მომღერალი წალკის კანიონს უკვე სტუმრობდა მეუღლესთან და შვილთან ერთად, საიდანაც ლელა წურწუმია შთამბეჭდავ ფოტოებს გვიზიარებს.

ულამაზესი ხედის ფონზე მომღერალი მეუღლესთან ერთად პოზიორობს, ფოტოების ავტორი კი მათი შვილი, მარიკო მამულაშვილია.

შეგახსენებთ, ლელა წურწუმია ბენდთან ერთად, კონცერტს 20 ივლისს გამართავს. ამავე საღამოს გაიმართება ლელა წურწუმიას ახალი სიმღერის და კლიპის პრეზენტაცია – „მე ვარ ბედნიერი“.

„ჩემი გოგოები“ – ლელა წურწუმიას კონცერტზე ამღერებული მარიკო მამულაშვილი და დედა-შვილის თბილი ჩახუტება

📷Mariam Mamulashvili❤️ KASS LAND • წალკის კანიონი • Tsalka Canyon

Posted by Lela Tsurtsumia on ოთხშაბათი, 17 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g