ამერიკულმა კომპანია Bowlus-მა რომელიც თავისი მდიდრული ავტო-კემპერებითაა ცნობილი, პრემიული მოდელებისთვის სპეციალური განახლება გამოუშვა. ახალი პაკეტი ექსტერიერის ცვლილებას, ასევე ინტერიერის განახლებას, ვენტილაციის ახალ სისტემას, პერსონალიზაციის უნიკალურ პროგრამას და 56 მილიონ განსხვავებულ კომბინაციას გულისხმობს. ასეთი ტრეილერის საშუალო ღირებულება 250 ათასი დოლარია.
განახლებული მოდელი Bowlus კიდევ უფრო მეტ განათებას მიიღებს, რაც მას გზაზე ბევრად უფრო შესამჩნევს გახდის. კემპერის კომპლექტაციაშია კონდიცირების ინოვაციური სისტემა და მოძრავი სათავსოები სხვადასხვა ნივთების ორგანიზებისთვის.
ყველა კემპერი დამუხრუჭების „ჭკვიანი“ სისტემით აღიჭურვება და მისი მართვა მობილური აპლიკაციით იქნება შესაძლებელი.
განახლებულ მოდელებში ექსკლუზიურ ავეჯს და ინტერიერის მდიდრულ დეტალებსაც დაამატებენ.
ბრენდის ტოპ-მოდელი Terra firma 265 000 დოლარი ღირს.