LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნახეთ Ferrari 458 რომელსაც ძრავა არ აქვს და სამაგიეროდ ორი საჭე აქვს

131
ferrari

ნახეთ სუპერქარი Ferrari 458 Italia 2 საჭით და ძრავის გარეშე. კუპე წარმოებიდან თითქმის 10 წლის წინ მოხსნეს, თუმცა ეს მოდელი აქტუალობას დღემდე არ კარგავს და არამხოლოდ იტალიური ბრენდის თაყვანისმცემლების, არამედ კომპიუტერული სიმულაციების მოყვარულთა ყურადღებასაც იქცევს.

ვირტუალური ავტო სპორტისთვის შექმნილი უჩვეულო ვარიანტი რეალური ავტომობილია, რომლის შეძენაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ერთი შეხედვით კუპე 458 Italia ძალიან სტანდარტულად გამოიყურება, მას აქვს საბურავები, მინები, გამონაბოლქვის მილი და თუკი კარგად დააკვირდებით იმასაც შეამჩნევთ, რომ ატმოსფერული V8 მხოლოდ იმიტაციაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები