დეტროიტში ჰენრი ფორდის სახლი იყიდება. ბოლო 40 წლის განმავლობაში კომპლექსში ოჯახური წყვილი, ჯერალდ და მერილინ მიტჩელები ცხოვრობდნენ. წყვილმა საცხოვრებლის შეცვლა გადაწყვიტა, ამიტომ სამსართულიანი და ძალიან მდიდარი ისტორიის მქონე სახლისთვის ახალ მაცხოვრებლებს ეძებენ.
80-იან წლებში ვილა შეარემონტეს, მას პირვანდელი სახე დაუბრუნეს და ოთახების განლაგებაც ზუსტად ისე დატოვეს როგორც ფორდის დროს იყო. სახლის ღირებულება 975 ათასი დოლარია.
ისტორიული კომპლექსი 1908 წელსაა აშენებული და ჰენრი ფორდი თავის მეუღლე კლარასთან ერთად იქ იმავე წელს დასახლდა. წყვილმა სახლში 1915 წლამდე იცხოვრა.
კომპლექსის ფართობი 669 კვადრატული მეტრია და ჰენრის მეუღლის მიერაა დაკომპლექტებული. საცხოვრებელი 5 საძინებელს, 4 სააბაზანოს, მოსამსახურეების ოთახებს, დიდ მისაღებს, კერძო ბიბლიოთეკას და ტერასას მოიცავს. სახლს მოჰყვება 100 მეტრის სიგრძის ფარეხი, რომელსაც თავისი აბაზანა, ბაღი და სათბურიც აქვს.