LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნახეთ Range Rover–ების უზარმაზარი სასაფლაო

60
rangrovere2017

ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ემი შორმა გაერთიანებულ სამეფოში Land Rover–ების უზარმაზარი სასაფლაო იპოვა. მინდორში ძირითადად პირველი თაობის Range Rover-ები დაყარეს, თუმცა საკმარისი რაოდენობით არის ასევე შედარებით ახალი მოდელებიც.

ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კროსოვერები იქ დიდი ხნის წინ დატოვეს, ძარა, ისევე როგორც მთლიანი კორპუსი ჟანგით და ხავსითაა დაფარული. ავტომობილის ნაწილი დაშლილია და მათი დეტალები იქვე აწყვია, ზოგიერთს კი კარი და ფანჯრები აკლია.

ემი შორმა თავის ფოტოსესიაზე არანაირი კომენტარი არ გააკეთა, ამიტომ რთული სათქმელია თუ სად მდებარეობს ავტომობილების ერთ–ერთი ყველაზე დიდი სასაფლაო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g