საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, მომხიბვლელი ქალბატონი, ვერა ქობალია ამჟამად კანადაში ცხოვრობს და საქმიანობს. მისი მეუღლე, არქიტექტორი დავით კურცხალიაა. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს, ულამაზესი ქერათმიანი გოგონა.
სოციალურ ქსელში ვერა ქობალია თავისი აქტივობების შესახებ ბევრ ფოტოს აქვეყნებს, ასევე აქვს გამოქვეყნებული თავისი ქალიშვილის ფოტოსურათებიც. გოგონას ანასტასია ჰქვია.
ვერა ქობალია თავისი საქმიანობის მიღმა, ხშირად არის დაკავებული სპორტდარბაზში სიარულით და ფიგურას შესანიშნავად ინარჩუნებს.
ახლახან კი მან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მისი ვაქცინაციის პროცესია ასახული. ვერა ქობალიამ არჩევანი„ ასტრაზენეკას“ აცრაზე შეაჩერა და მხიარული ფოტო, რომელიც ვაქცინაციის პროცესს ასახავს, „ინსტაგრამზე“ გამომწერებს გაუზიარა.