კომპანია «ტესლა» ასობით ახალ ავტომობილს მზის სხივების ქვეშ ბალახში ინახავს. აშშ-ში, ფლორიდას შტატში მდებარე უჩვეულო სადგომის ფოტოები Reddit-მა გაავრცელა. ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს ფოტოზე მიტოვებული ავტო სადგომია ასახული. არადა სინამდვილეში მწარმოებელი ამ გზით ჯერ კიდევ გაუყიდავ მოდელებს ინახავს. ასეთმა სადგურმა მომავალში ელექტროქარების მყიდველებს შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეუქმნას.
ასეთი პირობები ნეგატიურად აისახება მანქანის საღებავზე, გარდა ამისა ბალახში შესაძლოა მღრღნელებიც იყვნენ და ელექტროქარის სადენები გააფუჭონ. გარდა ამისა, ყიდვის შემდეგ ახალი მეპატრონეები შესაძლოა სხვა დეფექტებსაც გადააწყდნენ.