კლასიკური ავტომობილების გასაყიდ პორტალზე Classic Cars 1952 წლის Aston Martin DB2 Drophead Coupe გამოიტანეს. ნახევარი საუკუნის განმავლობაში ძარა დაჟანგდა, ფარები გაქრა და სხვა დეტალებიც დაზიანდა, თუმცა მაინც გამოჩნდა მყიდველი რომელმაც 135 ათასი დოლარი გადაიხადა.
ავტომობილი ასე ძვირად მისი უნიკალურობის გამო შეფასდა. თავის დროზე Aston Martin DB2–ის 98 ეგზემპლარი გამოვიდა და ჩვენ დრომდე ყველამ ვერ მოაღწია. მოდელი უძველესი „ექვსიანით“ იყო დაკომპლექტებული, 2,6 ლიტრის მოცულობის ძრავს 107 ცხენის ძალის განვითარება შეეძლო. ძრავი მექანიკურ, ოთხსაფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობდა.
რაც შეეხება გაყიდულ ეგზემპლარს, მისი შიგთავსიც ისევე ცუდად გამოიყურება როგორც ვიზუალური მხარე. სალონში არც ერთი სავარძელი აღარ არის, ბევრი სხვა დეტალიც გაქრა და რაც დარჩა მთლიანად ჟანგით არის დაფარული. შენარჩუნდა კარების სახელურები, გარეთა სარკეები და რაც ყველაზე მთავარია, ავტომობილს გადაადგილება შეუძლია.
თუ რამდენი დაუჯდება ავტომობილის რესტავრაცია ახალ მფლობელს რთული სათქმელია, თუმცა ფაქტია რომ ეს იაფი სიამოვნება ნამდვილად არ იქნება.