შორენა ბეგაშვილი 8 ივლისს იუბილარი იყო და დაბადების დღე სახლში, მეგობრებისა და უახლოესი ადამიანების გარემოცვაში აღნიშნა.
ვიდეო: შორენა ბეგაშვილ იუბილარია – როგორ მიულოცა ევა ბარბაქაძემ დედას დაბადების დღე
დაბადების დღეზე საოცრად გამოიყურებოდა შორენას გოგონა, ევა ბარბაქაძე, რომელსაც ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა.
„სასწაული ხარ, ულამაზესი, მოხდენილი და დედიკოს ძალიან ჰგავხარ“…„ნამდვილი ფერია ხარ, უნაზესი და დედიკოსავით ლამაზი“.
აღსანიშნავია, რომ იუბილარის წვეულება გრანდიოზული იყო.
სტუმრებს შორის ცნობილი ადამიანებიც იყვნენ, როგორებიც არიან მომღერლები ლელა წურწუმია, მაკა ზამბახიძე, რატი დურგლიშვილი და სხვები.
ლელა წურწუმია დაბადების დღის წვეულებიდან კადრებს „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს.
როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ლელამ სტუმრები თავისი ცნობილი ჰიტებითაც გაანებივრა და მათ დაუვიწყარი წუთები აჩუქა.
ვიდეო: „ნამდვილი დედოფალი ხარ“ – შორენა ბეგაშვილმა დაბადების დღე გრანდიოზულად აღნიშნა