მოდელის ნანუკა გოგიჩაიშვილის და ბიზნესმენის ნიკა ნაყოფიას ქორწინებიდან ერთი წელი გავიდა.
ამის შესახებ ნანუკა სოციალურ ქსელში წერს და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც ავრცელებს.
„ერთი წელი ერთმანეთისთვის, ერთი წელი ხელის თხოვნიდან, ვულოცავ საკუთარ თავს და შენც კნიუ“, – წერს ნანუკა „ინსტაგრამში“ და უამრავ მილოცვასაც იღებს.
ნიკამ ნანუკას ცოლობა შარშან, 2 სექტემბერს სთხოვა.
„მადლობა ყოველი წამისთვის, შეუდარებელი ხარ“, – ამ წარწერით ნანუკა გოგიჩაიშვილმა საზოგადოებას სასიამოვნო სიახლის შესახებ 1 წლის წინ ამცნო და ნიშნობის ამსახველი ფოტო და ვიდეო გაავრცელა.