მეცოსოპრანო ნატალია ქუთათელაძე რამდენიმე დღის წინ დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, აჩიკო ჯაფარიძეს პირველი შვილი შეეძინათ. პატარას სანდრო დაარქვეს.
ნატალიამ დავით გაგუას კლინიკაში იმშობიარა. დედა-შვილი თავად კარგად გრძნობს.
ახლახან გაგუას კლინიკის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ნატალია შვილთან და ექიმ დავით გაგუასთან ერთად არის გადაღებული – „ნატალია და პატარა სანდრო დღეს სახლში გავაცილეთ…“, აწერია ფოტოს.
ნატალია ქუთათელაძე დედა გახდა – მას ბიჭი შეეძინა