LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ნელი ფურტადო თავს კომფორტულად გრძნობს საკუთარ სხეულში“ – 47 წლის არტისტის წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია

112
page

გასულ კვირას კორნუოლში გამართულ Boardmasters-ის ფესტივალზე 2000-იანი წლების პოპ-ვარსკვლავი, ნელი ფურტადო გამოჩნდა. 47 წლის არტისტის ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მან წონაში საგრძნობლად მოიმატა. თუმცა, თუკი მის საარქივო ფოტოებს გადავხედავთ ვნახავთ, რომ ეს არ გახლავთ წონის მომენტალური მატება, პროცესი აშკარად წლების წინაა დაწყებული.

როგორც ჩანს, თავად არტისტი არ დარდობს ამ ფაქტს და არც პიკანტური „ლუქების“ მორგებას ერიდება. ის აღნიშნავს, რომ ეს მისი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი და პირადი ტრანსფორმაციის შედეგია და არ მალავს, რომ თავს კომფორტულად გრძნობს საკუთარ სხეულში.

„მთავარია საკუთარი სხეულის თითოეული ნაწილი გიყვარდეთ“, – წერს ვარსკვლავი.

ნელი ფურტადოს წარმოუდგენელი ცვლილება – 47 წლის არტისტის ცნობა შეუძლებელია

ნელი ფურტადომ ახალი ფოტოები გაავრცელა და გამომწერები შოკში ჩააგდო

შეგახსენებთ, გასულ წელს მან 7 წლიანი პაუზის შემდეგ ალბომი, „7“ გამოუშვა. დისკის მთავარი ჩანაწერია, Love Bites, რომელიც Tove Lo-თან და SG Lewis-თან კოლაბორაციას წარმოადგეს.

დიდი ხნის შემდეგ, ნელი ფურტადო ახალ დისკს გამოუშვებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები