LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნერვიული ბრიტნი ხსნას ვარცხნილობის შეცვლაში ხედავს – სპირსმა გრძელი თმა მოკლედ შეიჭრა

105
20201217-brit-post

ახალი წლის დადგომამდე, 39 წლის ბრიტნი სპირსმა ვარცხნილობის რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა დ გრძელი თმა მოკლედ შეიჭრა. ფოტოები კი „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა.

„თმა შევიჭერი, როგორც ამბობენ, ყველაფერი ძველი უნდა გაუშვა, რათა ახლი შემოვიდეს შენს ცხოვრებაში. ახლა კი ვილოცოთ“, – წერს ვარსკვლავი.

გამომწერებში ბრიტნის ახალმა იმიჯმა არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. ზიგიერთს მოსწონს ბრიტნის ახალი ვარცხნილობა, ზოგს არა. ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ ბრიტნის ფსიქოლოგიური მდგომარეობა კვლავ რთულადაა და ხსნას ის ვარცხნილობის შეცვლაში ხედავს.

შეგახსენებთ, ბრიტნისა და მისი მამის, ჯეიმი სპირსის სკანდალური სასამართლო პროცესი დასრულდა. აშშ-ის სასამართლომ ბრიტნის უარი განუცხადა მოთხოვნაზე, განთავისუფლებულიყო მამის მეურვეობისგან. აღსანიშნავია, რომ ჯეიმი ქალიშვილის ქონებას უკვე  12 წელია განკარგავს. ამის მიზეზი კი ვარსკვლავის მენტალური ჯანმრთელობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები