ახმეტელის თეატრი ინდოეთშია, სადაც პირველი სპექტაკლი ახლახან გამართეს. ადგილზე ჩასულ ქართველებს დიდი დახვედრა მოუწყვეს და წითელ ხალიჩაზე გაატარეს.
თეატრის წარმომადგენლებთან ერთად ინდოეთში სამოგზაუროდ იმყოფება ცნობილი ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც სოციალური ქსელის გამომწერებს საინტერესო ფოტოსესიას უზიარებს.
ფოტოებში კარგად ჩანს, რომ ნიკოლოზმა ინდოეთში ღირსშესანიშნაობები მოინახულა და საინტერესო ადგილები დაათვალიერა.