მას შემდეგ, რაც ნინი ბრეგვაძემ შოუში „ვოისი“ შემდეგ ტურში გადაინაცვლა, კულისებში გადაღებული კადრები გაგვიზიარა და დაწერა:
„ჩემი გული სავსეა! და მათ მომცეს საშუალება, მემღერა Karma Police. დიდი მადლობა „ენბისის“ და „ვოისს“, რომ მენდნენ და მადლობა ჩემს მწვრთნელს, ნაილ ჰორანს, რომ არის საუკეთესო საუკეთესოთა შორის“.
შეგახსენებთ, რომ ნინი ბრეგვაძე ამერიკულ „ვოისში“ ძალიან დიდი წარმატებით მონაწილეობს და მწვრთნელების რჩეულია.